Reallight
national youth palace national youth palace national youth palace national youth palace national youth palace

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

  • თბილისი
  • Task:
  • ელექტრო საინჟინრო მომსახურება
  • Subject:
  • ელექტროობის პროექტის სრული პაკეტი

რეალ ლაითის გუნდმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დაასრულა თბილისის გულში მდებარე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის. ეროვნული სასახლე 81 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც განთავსებულია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე არსებულ არქიტექტურულ კომპლექსში. თავისთავად შენობის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. პირველი შენობა 1802 წელს აშენდა და ამიერკავკასიის მთავარმართებლის კარლ კნორინგის რეზიდენცია განთავსდა. ის დღევანდელი სასახლის იერსახისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. 1844 წლიდან მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღებასა და მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლად დანიშვნას სასახლის არქიტექტურული იერსახის ცვლილებაც მოჰყვა. პროექტი შესრულდა კომპანია ინსის დაკვეთით, რომელმაც თავის მხრივ შეასრულა ახალგაზრდობის სასახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო მოიცავს: ელექტრო საინჟინრო პროექტის სრულ პაკეტს.