მარტვილის კანიონი
რეალ ლაითის გუნდმა 2023 წელს დაასრულა კიდევ ერთი წარმატებული და საამაყო პროექტი, კერძოდ კი მარტვილის კანიონის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩვენმა გუნდმა შეასრულა კანიონის მხატვრული განათების დიზაინი, სრული ელ.მომარაგების პროექტის მომზადება, განათების სისტემის მართვის პროექტირება და სამუშაოთა დასრულების შემდგომ საავტორო ზედამხედველობა. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.