ოკაცეს კანიონის განათება
რეალ ლაითის გუნდმა დაასრულა კიდევ ერთი შთამბეჭდავი და წარმატებული პროექტი, სრული ელ. მომარაგებისა და მხატვრული განათების, მათ შორის განათების მართვის მიმართულებით, ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს კანიონზე. ჩვენი სამუშაოები მოიცავდა ელ.მომარაგების დეტალური პროექტის შედგენას, მხატვრული განათების დიზაინსა და განათების მართვის სისტემის მოწყობას. ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემა მოეწყო, რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს ლოკაცია ღამის საათებშიც დაათვალიერონ. კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი, მათ შორის ყველაზე დიდი ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერია.